შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბესკო“ არის ქართული სამშენებლო და საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
დაგვიკავშირდით„ბესკო“ სპეციალიზირებულია სამოქალაქო და გეოტექნიკურ მშენებლობაში: ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში, ხიმინჯოვან საძირკვლებში, საყრდენ კედლებში, მეწყრული უბნების სტაბილიზაციასა და ნაპირსამაგრ ნაგებობებში, საავტომობილო გზების აღდგენასა და მშენებლობაში. ჩვენი დამკვეთები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო უწყებები.
ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობა, არსებული ხიდების რეაბილიტაცია და გამაგრება.
ბურღვით-ჩასხმითი ხიმინჯები და რთულ გეოლოგიურ პირობებში საძირკვლების მოწყობა.
მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლები, ანკერული და ხიმინჯოვანი კონსტრუქციები.
ფერდობების გამაგრება, დრენაჟი და საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებები.
მდინარის ნაპირების დაცვა, სანიაღვრე კოლექტორებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღდგენა.
გზების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, მშენებლობა და მოწყობის სამუშაოები.
ნაპირსამაგრი სამუშაოები და პარაპეტული კედლის მოწყობა გულუას ქუჩის მიმდებარედ, ქალაქი თბილისი.
ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მეწყრსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ქალაქი თბილისი.
დაპროექტება და მშენებლობა, ბოგდან ხმელნიცკის პირველი შესახვევის მიმდებარედ, ქალაქი თბილისი.
თეთრი დუქნის ქუჩა, საბურთალოს რაიონი, ქალაქი თბილისი.
ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ახატნისხევზე, დუშეთის მუნიციპალიტეტი.
ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზა, სამცხე-ჯავახეთი.
გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, სამეგრელო.
მდინარის ნაპირის დაცვა რკინიგზის ხიდის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტი.